ჯოზეფ ბილბო: გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები შავ ზღვაში ვაჭრობის მიმართულებით, საიდანაც საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია

„გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს“, - ამის შესახებ Europetime-თან ვრცელი ინტერვიუს დროს აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ განაცხადა.

„საქართველოს თავდაცვის ძალებთან NATO-ს თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ისტრუმენტია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. ამ პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ ძალისხმევა მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებსა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას. მას რეალურად ჩეხეთი ხელმძღვანელობს, მაგრამ NATO-ს ბევრი მოკავშირე თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა NATO-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდა გაგრძელდეს და ამის ნაწილია ჩვენი უნარიც, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია.

გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს.

მისივე თქმით, 2022 წელს ბევრი რამ გაკეთდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით.

„ხშირად, პანდემიის გამო, ვირტუალურად გვიწევდა კავშირი. თუმცა ხელახლა შევძელით პირისპირი კონტაქტის აღდგენა, რამაც გააძლიერა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. საქართველოს ასევე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც ყურადღება მახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. ვფიქრობ, გაგრძელდება უფრო ძლიერი და დიდი პარტნიორობა NATO-ს მოკავშირეებთან და შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბილბო Europetime-თან.