ბათუმში, "ვოქსის" კორპუსში ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ "ვოქსის" კორპუსში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე, რესტორანს გაუჩნდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.

შენობიდან მოსახლების ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინ არის. გათიშულია ელექტროენერგია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.