საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $17.018 მილოარდი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 31.8%-ით $5.037 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 32.4%-ით $11.981 მილიარდამდეა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 49.2%-ით გაიზარდა და $2.205 მილიარდი შეადგინა. ამ მონაცემით რუსეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 13%-იანი წილით მეორე ადგილზეა.
საქსტატის მონაცემები აჩვენებს,რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა, ამ ქვეყნიდან იმპორტის ხარჯზეა გაზრდილი.
2022 წლის 11 თვეში საქართველოდან რუსეთში საქონლის შესაძენად $1.607 მილიარდი გავიდა, ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 731% იყო.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფში, პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები
TOP-5 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $561.8 მლნ; 583 322 ტონა;
2. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $71.5 მლნ; 264 747 ტონა;
3. ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - $59.5 მლნ;159 023 ტონა;
4. კოქსი და ნახევარკოქსი - $55 მლნ; 103 215 ტონა;
5. ხორბალი და მესლინი - $52.3 მლნ დოლარი, 145 776 ტონა;
დანარჩენი საქონელი–სულ: $807.5 მლნ.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში მცირედითაა გაზრდილი საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მაჩვენებლებიც.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველოდან რუსეთში $597.9 მილიონის ექსპორტი განახორციელა. ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.9%-ია.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ მთავარი საექსპორტო საქონელი ამ პერიოდში ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო. რუსეთის ბაზარზე რეალიზებისას უმსხვილესი საექსპორტო საქონლის 64.5% მოდის. 11 თვეში ღირებულებს მიხედვით, რუსეთში ღვინის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა.
TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $150 მმლნ; 67 064 ტონა;
2. ფეროშენადნობები - $108.8 მლნ; 57 423 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – $65.2 მლნ; 4 654 ცალი;
4. სპირტიანი სასმელები - $53 მლნ; 10 527 ტონა;
5. მინერალური და მტკნარი წყლები - $46.7 მლნ; 84 467 ტონა;
დანარჩენი საქონელი - სულ: $174 მლნ.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი, მეორე რუსეთი, ხოლო მესამეა - ჩინეთი.