რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელორუსში, მინსკში ჩავიდა, სადაც მას პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დახვდა.
კრემლის ლიდერთან ერთად, ბელარუსში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც, რომელმაც ბელარუს კოლეგასთან, სერგეი ალეინიკთან შეხვედრა გამართა.
როგორც მედია წერს, ორი ქვეყნის დიპლომატებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის „დასავლეთის უკანონო სანქციების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა“.