კანადის ხელისუფლებამ, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული ქონების კონფისკაცია დაიწყო.
ის ფლობს Granite Capital Holdings-ს კანადაში, რომლის ღირებულება $26 მილიონს შეადგენს. ეს არის პირველი პროცესი ქვეყანაში, როდესაც სანქცირებული რუსი მფლობელების ქონება დაყადაღდა.
კანადის მთავრობა კონფისკაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს უკრაინის აღსადგენად და რუსეთში პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის გამოიყენებს.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კანადა აპირებს გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე და მათზე, ვინც სარგებლობს უკრაინის ომით.
მას კანადის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი კრისტია ფრილანდი დაეთანხმნენ.
„პუტინის ოლიგარქები მონაწილეობენ რუსეთის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაში უკრაინაში. კანადა არ იქნება მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი, ”- თქვა კანადის ვიცეპრემიერმა.
რომან აბრამოვიჩი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, Forbes-ის ქონება მიმდინარე წელს $6 900 მილიონად არის შეფასებული.
ის კანადის სანქციების ქვეშ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე მოექცა.
აბრამოვიჩი ასევე არის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სანქციების სიაში.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 2100-ზე მეტ ფიზიკურ პირს და კომპანიას, რომლებიც კანადის მთავრობის აზრით, ანექსიაში მონაწილეობდნენ. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, კანადის სანქციების სიას დაემატა 1500-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია რუსეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.