უკრაინაში ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი დიმიტარ სტოიანოვი, უკრაინას თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის განსახილველად ეწვია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.

„მაქვს პატივი მივესალმო ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს დიმიტარ სტოიანოვს უკრაინაში. მადლობელი ვარ ბულგარეთის გადაწყვეტილების გამო, დახმარება გაუწიოს უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ჩვენ მოუთმენლად ველით უკრაინასა და ბულგარეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას", - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. 

16 დეკემბერს ბულგარეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა ბულგარეთსა და უკრაინას შორის უკრაინას იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ შეთანხმებას.