პარლამენტში, მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი დეპუტატი, ანი წითლიძე სუსტადაა, რის გამოც პარლამენტში მედიკოსების მისვლას ელოდებიან.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა გავაგრძელოთ. ანი წითლიძე არის ძალიან სუსტად. დღეს ველოდებით ექიმებს იმისთვის, რომ ანიმ დაიწყოს ის პროცედურები, რაც მისი ჯანმრთელობის გამოსწორებას სჭირდება. რაც შეეხება შიმშილობას და პროტესტის ამ ფორმას, იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანენ შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს დავით კირკიტაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.