პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 20 დეკემბერს, ბახმუტს ეწვია.
„უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა დონეცკის ოლქში, რომელიც ამჟამად ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილია“, - ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არ იყო დაანონსებული.
პრეზიდენტის სპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ზელენსკიმ ფრონტის ხაზი მოინახულა, მებრძოლები მედლებითა და ძვირფასი საჩუქრებით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ბახმუტი უკვე დატოვა.
გენერალური შტაბი რეგულარულად აღნიშნავს, რუსული არმია ყველა ღონეს ხმარობს ბახმუტის დასაკავებლად.
„უკრაინის თავდაცვის ძალები, უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ყოველდღე არღვევდნენ მტრის სასტიკ თავდასხმებს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.
შეგახსენებთ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.