აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და NATO-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც.
კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება $44.9 მილიარდი, NATO-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი - $40.6 მილიარდი.
დაფინანსების მიზანია, აღნიშნული ქვეყნებისთვის ბუნებრივი კატაკლიზმებისა ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევაში დახმარების გაწევა.
სამხედრო სექტორის ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა $858 მილიარდს შეადგენს, რაც $118 მილიარდით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით.
სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერების მიზანია კანონპროექტის კვირის ბოლომდე მიღება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადაგზავნა.