შეუძლებელია პირდაპირ ეთერში უყურო, როგორ კვდება ადამიანი, რომელსაც იცნობ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.
„შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კლავენ ცივილიზებული სამყაროს თვალწინ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს.
უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი“, -წერს პოდოლიაკი.