ამ წუთებში, სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების აზრით, ქვეყანა არ უნდა იყოს "დაკონსერვებული" და მთავრობამ ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღადგინოს.
გარდა ტრანსპორტის აღდგენისა, ისინი ითხოვენ კომენდანტის საათის გადაწევას 21:00 საათიდან 00:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია კომენდანტის საათის დროსაც გამართეს.