დიდი ბრიტანეთი უკრაინაში 900 გენერატორსა და ათას ერთეულ ზამთრის ფორმას აგზავნის.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა დღეს, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოსალოდნელია, რომ კიდევ 10,000 კომპლექტის (ზამთრის ტანსაცმლის) მიწოდება შობის წინ. ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებამ დაახლოებით 1,23 მილიონი ზამთრის კომპლექტი გადასცა უკრაინას", - აღნიშნა ბენ უოლესმა.