ბახმუტის დამცველებმა ზელენსკის აშშ-ის კონგრესისთვის განკუთვნილი დროშა გადასცეს, რომელზეც სამხედროების ხელმოწერებია დატანილი.
„მძიმე მდგომარეობა გვაქვს, მტერი რაოდენობას ზრდის. ჩვენი ბიჭები მამაცურად დგანან არიან და გვჭირდება იარაღით მათი გაძლიერება. ბიჭების მადლობის სიტყვებს აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტს გადავცემთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.