უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს აშშ-ში, ვაშინგტონში ჩასვლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ზელენსკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ასევე მოიცავს კომუნიკაცას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან.
ვიზიტის დროს ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით, 1,8 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების შესახებ გამოაცხადებს.