ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ამასთან, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.