ფინეთი, ზღვაზე ქარის პირველ ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ტელეკომპანია Yle იტყობინება.
კომპანიბმა Metsahallytus-მა და Vattenfall-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ფინეთის პირველი ოფშორული ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას კორსნასის მუნიციპალიტეტის სანაპიროზე.
ობიექტის სიმძლავრე 1.3 გიგავატს მიაღწევს, ხოლო ელექტროენერგიის სავარაუდო გამომუშავება წელიწადში 6 ტვტ/სთ იქნება.
ობიექტი ელექტროენერგიას მიაწვდოს 2 მილიონზე მეტ მრავალბინიან კორპუსს ან დაახლოებით 250 ათას კერძო სახლს. ფინეთის მიზანია, 2035 წლისთვის ნახშირბადისგან ნეიტრალური სახელმწიფო გახდეს.
ამჟამად, ფინეთში წარმოებული ქარის ენერგია ელექტროენერგიის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ექსპერტების აზრით, 10 წელიწადში ეს წილი 25%-მდე გაიზრდება.