21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6646 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6667 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.21 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8287 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8368 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.81 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1427 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2314 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 დეკემბრიდან შევა ძალაში.