ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: თქვენი დახმარება არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებაში

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიულ მიმართვას კონგრესში, ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა.

ზელენსკიმ ინგლისურად ისაუბრა დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში და შეახსენა ამერიკელ კანონმდებლებს, რომ აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, რაც პირველი საგარეო ვიზიტია, დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.

„ამ მიწის თითოეული სანტიმეტრი სისხლით არის გაჟღენთილი, მაგრამ უკრაინული დონბასი დგას. უკრაინა იცავს თავის ხაზს და არასოდეს დანებდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მოგვიანებით მან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და პალატის სპიკერს ნენსი პელოსს გადასცა უკრაინის დროშა, რომელზეც ბახმუტის დამცველების ხელმოწერაა.  


„ჩვენ უკრაინელები ღირსეულად და წარმატებით გავივლით ჩვენი დამოუკიდებლობის ომს“, - განაცხადა ზელენსკიმ.