აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„მისთვის (პუტინისთვის) და ყველა დანარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, რომ მე და პრეზიდენტი ზელენსკი გაერთიანებულნი ვართ, ორი ქვეყანა ერთად ვდგავართ, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწიოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
„თქვენ არასდროს იქნებით მარტო,“ - მიმართა ბაიდენმა ზელენსკის.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩრდილიატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირის ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში.
„არასდროს მინახავს NATO და ევროკავშირი ასეთი ერთიანი არაფერში და ვერ ვხედავ ამ კუთხით რაიმე ცვლილების ნიშანს. ყველამ ვიცით, რა არის აქ სასწორზე, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მით უმეტეს. არასოდეს გვინახავს ასეთი დიდი შეჭრა ევროპულ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ისინი ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ პუტინი აპირებს, რაიმე შეცვალოს, თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ და არ დავეხმარებით უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის სასწორზე. სუვერენიტეტის იდეა, გაეროს წესდება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.