რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი და „DPR-ის მთავრობის" თავმჯდომარე ვიტალი ხოცენკო დონეცკში შეშ-ბეშის სასტუმროში ყოფნისას დაშავდნენ.
რუსული მედიის ცნობით, დონეცკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა განხორციელდა. ეს ინფორმაცია მედიას დონეცკის რეგიონის ანექსირებული ნაწილის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმაც დაუდასტურა. მისივე თქმით, თავდასხმას კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა.
„ნაღმის ნამსხვრევით ზურგში დაჭრილი დმიტრი როგოზინი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს პუშლინი.
უკრაინის ქალაქი დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ერთი თვის წინ დიმიტრი როგოზინმა მედიას „სამეფო მგლების" ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ განუცხადა, რომელიც გამოცდილი სამხედრო მრჩევლებისგან და ექსპერტებისგან შედგება.
ინსპექტირების ჯგუფის მიზანია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ქვედანაყოფების დახმარება. ცენტრის ემბლემაზე შავ ფონზე გამოსახულია თეთრი მგელი ოქროსფერი გვირგვინით.