ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 93 ხმით 2-ის წინააღმდეგ რუსეთში ელჩად ლინ ტრეისის დანიშვნას მხარი დაუჭირა. რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პირველად უხელმძღვანელებს ქალი.
კენჭისყრა 21 დეკემბერს ჩატარდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლინ ტრეისის კანდიდატურა 20 სექტემბერს წარადგინა. წინა ელჩს, ჯონ სალივანს, უფლებამოსილების ვადა 4 სექტემბერს ამოეწურა.
ლინ ტრეისი დიპლომატიურ სამსახურშია 1994 წლიდან. 1995-1997 წლებში მუშაობდა პაკისტანსა და ყაზახეთში, 1997-2000 წლებში - ყირგიზეთში.
ამის შემდეგ ტრეისიმ განაგრძო მუშაობა ახალდამოუკიდებელ სახელმწიფოებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისში, ხოლო 2001-2002 წლებში მსახურობდა რეფერატად საქართველოში.
2004 წელს ის დაბრუნდა საელჩოში ყაზახეთში და 2006 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა კონსულად ფეშავარში, პაკისტანში, სადაც მასზე 2008 წლის 26 აგვისტოს თავდასხმა განხორციელდა.
2010-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩის მოადგილე ყაზახეთში, შემდეგ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ აზიაში.
2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა მოსკოვში დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილედ, რის შემდეგაც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
2019 წლიდან ლინ ტრეისი აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა სომხეთში.