პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.
თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. 150-წევრიან პარლამენტში, დღევანდელი მოცემულობით, 141 დეპუტატია დარჩენილი.
22 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგები:
- თამარ ალფაიძე: მომხრე - 0, წინააღმდეგი - 0.
- რევაზ ეგაძე: მომხრე - 1, წინააღმდეგი - 0.
საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს გიორგი კალანდარიშვილი, რომლის კანდიდატურაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს აღარ წარუდგინა.