აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი საავტომობილო კონგლომერატს შექმნიან

უზბეკეთი, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან თანამშრომლობით, „საავტომობილო ინდუსტრიის კონგლომერატის" შექმნას გეგმავს.

ინფორმაცია Trend-ს უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ დაუდასტურა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.

კონგლომერატის შექმნის იდეა გულისხმობს თანამშრომლობის დამყარებას უზბეკური კომპანია UzAuto Motors-ს, აზერბაიჯანულ ავტომწარმოებელ ქარხანას Azermash-სა და Saryarka Avtoprom LLP-ს, ყაზახეთში ავტომობილების უმსხვილეს მწარმოებელს შორის.

ეს კომპანიები რამდენიმე წელია უზბეკეთის მიერ მიწოდებული ნაწილებიდან აწყობენ „შევროლეს“ მანქანებს.

კონგლომერატის შექმნის იდეა, სამი ქვეყნის საინჟინრო ინდუსტრიაში ძლიერ კავშირებს ემყარება. ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში მემორანდუმს აზერბაიჯანში ავტომობილების წარმოების ლოკალიზაციის შესახებ Azermash OJSC-სა და UzAvtoSanoat JSC-ს შორის ხელი მოაწერეს Azermash-ის საბჭოს თავმჯდომარემ ემინ ახუნდოვმა და UzAvtoSanoat-ის თავმჯდომარის მოადგილემ სარდორ ტაჯიევმა.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს ტაშკენტში გამართული უზბეკეთ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ავტომობილების წარმოების სფეროში რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი შეთანხმება ეხება UzAvtoSanoat-ის მიერ Chevrolet-ის სათადარიგო ნაწილების $500 მილიონის მიწოდებას Saryarka Avtoprom-ის საწარმოსთვის.

სავარაუდოდ, კონგლომერატის იდეა დაკავშირებულია უფრო მჭიდრო თანამშრომლობასთან UzAuto Motors-ის დახმარებით აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ახალი Chevrolet მოდელების აწყობის თვალსაზრისით, ასევე არსებული სიმძლავრეების გაფართოებასა და კომპონენტების მიწოდების გაზრდას უზბეკეთიდან.

„საავტომობილო კონგლომერატი" სავარაუდოდ მოიცავს სამი ქვეყნის ბაზრებს, სადაც დაახლოებით 65 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.