უკრაინის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკი ანდჟეი დუდას აშშ-დან დაბრუნებისას, პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში შეხვდა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტმა 2022 წელი შეაჯამა და იმ რთულ ისტორიულ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც უკრაიონაში, რუსეთის შეჭრამ გამოიწვია.
„სახლისკენ გზაზე შევხვდი უკრაინის მეგობარს, პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. ჩვენ შევაჯამეთ ერთი წლის შედეგები, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომის გამო ისტორიული გამოწვევები მოიტანა. განვიხილეთ სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთქმედება საერთაშორისო დონეზე 2023 წელს“, - განაცხადა ზელენსკიმ.