დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბაერბოკის თავმჯდომარეობით, 22 დეკემბერს ონლაინ შეხვედრა გამართეს.
„ჩვენ, როგორც G7-მა დღეს კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას არც არდადეგების დროს და არც ახალ წელს, ვიდრე რუსეთი აწარმოებს ამ უკანონო, სასტიკ აგრესიულ ომს“, - განაცხადა ბერბოკმა.
მისი თქმით, ახლა პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა, რადგან ყველა გასროლილი რაკეტა, უკრაინელებისთვის ნაკლებ სინათლეს ნიშნავს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ