აშშ-ის კონგრესმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ შესწორება დაამტკიცა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
შესწორების ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის თქმით, ოლიგარქებისთვის ცუდი დღეები დადგა.
„ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება უკრაინის დიდი ხნის ტანჯული ხალხისთვის. ეს შვება იქნება ამერიკელი გადასახადის გადამხდელისთვის… ეს ცუდი დღე იქნება ოლიგარქებისთვის”, - აღნიშნა სენატორმა.