„ოპოზიციას მოვუწოდებდით, დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა თავიდან აიცილონ პოლარიზაცია. საკითხები საპარლამენტო ფორმატში უნდა გადაწყდეს", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას რუმინელმა ევროპარლამენტარმა ტიტუს კორლატინმა განაცხადა. მან ოპოზიციიას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.
როგორც ტიტუს კორლატინმა აღნიშნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ამ რეფორმის ფონზე გაიმართა არჩევნების, რასაც მივესალმება.
„ზოგადად, თავისუფლება და ადამიანი ძირითადი უფლებები დაცული იყო. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, თუმცა იყო დარღვევებიც. დავამატებდი პოლარიზაციის საკითხს, რაც საგანგაშოა. ბოლო წლები ამის ტენდენცია შეინიშნება და მოვუწოდებთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შეამსუბუქონ პოლარიზაციის შტრიხები და შეასრულონ საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ოპოზიციას მოვუწოდებდით, დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა თავიდან აიცილონ პოლარიზაცია. საკითხები საპარლამენტო ფორმატში უნდა გადაწყდეს“, - განაცხდა კორლატინმა.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა.