ბელორუსში რუსეთის ფედერაციიდან Tor-M2K-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა. ინფორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრის თანაშემწის, ლეონიდ კასინსკის განცახდებით, იარაღის პარტია ბელორუსსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში მიიღეს.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ეს კომპლექსები განაწილდება ფორმირებებში და სამხედრო ნაწილებში.
Tor-M2K-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ძირითადი ამოცანებია - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების თუ სამხედრო ნაწილების დაცვა.
ამ მოდიფიკაციის Tor-M2K-ი მოიცავს რვა საზენიტო მართვად რაკეტას, რომელიც მოქმედებაში მოდის სამიზნის აღმოჩენიდან 5 წამის შემდეგ.