ინდოეთმა თავდაცვითი აღჭურვილობის, მათ შორის ქვეითი საბრძოლო მანქანების, მსუბუქი ტანკებისა და სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
საუბარია 10,18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შესყიდვებზე. სამიისტროს ცნობით, საერთო ჯამში, 97 პროცენტზე მეტი ტექნიკა ინდოელი მწარმოებლებისგან იქნება შეძენილი.