ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს

„გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქეთთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან გაზის ჰაბის შექმნაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

„ახლა „გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქ კოლეგებთან, ამ პროექტში სხვა შესაძლო მონაწილეებთან ერთად სხვა ქვეყნებიდან. ეს იქნება ერთგვარი კერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ რუსი მომწოდებლები, არამედ სხვა ექსპორტიორებიც“, - განაცხადა ნოვაკმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, თურქეთში გაზის ჰაბის შესახებ გადაწყვეტილებები 2023 წლის განმავლობაში იქნება მიღებული.

ნოვაკმა აღნიშნა, რომ საუბარია ჰაბის შექმნაზე, სადაც გაზის ფასი საბაზრო გზით ჩამოყალიბდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ჰაბის შექმნაზე, სადაც ფასი ჩამოყალიბდება საბაზრო გზით. დღეს გაუგებარია როგორ ყალიბდება ფასი, არიან „ბოტები“, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ვაჭრობაში, შესაბამისად, ფასები ზოგჯერ არაობიექტურია“, - განმარტა ვიცე პრემიერმა.

მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ პლატფორმის შექმნასა და საბირჟო ვაჭრობის განვითარებაზე, არამედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მიწოდების მოცულობის გაზრდაზე სამხრეთის მიმართულებით.