ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერებას მხარს უჭერს.
„ვფიქრობ, საერთაშორისო სამართალში არის ხარვეზი, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ამ შემთხვევაში რუსეთი, გამომწვევად არღვევს საერთაშორისო კანონს.
ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას გაწევრიანების შეჩერების მექანიზმი: მე არ ვსაუბრობ რუსეთის სრულ გარიცხვაზე, მაგრამ, სულ მცირე, რუსეთის უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერებაზე", - განაცახდა მიშელმა.