რუსი ტერორისტები შესაძლოა, სადღესასწაულო დღეებში ხელახლა გააქტიურდნენ, ამიტომ მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებები და დაეხმარონ ერთმანეთს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა.
„გთხოვთ გახსოვდეთ, ვინ იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად რუსი ტერორისტები შესაძლოა, კვლავ გააქტიურდნენ.
მათ სძულთ ქრისტიანული ღირებულებები და ზოგადად ღირებულებები.
ამიტომ გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს, დავეხმაროთ ერთმანეთს და ყოველთვის იზრუნოთ ერთმანეთზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.