სოფია აგრძელებს მოლაპარაკებებს ანკარასთან, რათა თურქული LNG ტერმინალის სიმძლავრე მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაღებად გამოიყენოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განუცხადა.
მინისტრის თქმით, ბულგარეთში LNG-ის შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, მაგრამ არის პრობლემა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია მისი გადმოტვირთვა.
ამჟამად ბულგარეთი იყენებს Revitussa LNG ტერმინალს საბერძნეთში.
„ეს ტერმინალი ძალიან დატვირთულია. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრე“, - განაცხადა როზენ ჰრისტოვმა.
„ბულგარეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთში LNG ტერმინალებზე მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის რეზერვის თაობაზე და BOTAŞ ქსელიდან გაზის გადატანაზე ბულგარეთის საზღვარზე“,- თქვა როზენ ჰრისტოვმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბულგარეთს შეუძლია ნებისმიერი ტერმინალის გამოყენება თურქეთში და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებები გაფორმდება LNG სხვადასხვა მომწოდებლებთან.
ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.