აშშ-ში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს არ მიწოდება.
უამინდობის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო.
აშშ-ის ეროვნული მეტეობიუროს პროგნოზით, ზოგიერთ შტატში უახლოეს დღეებში ტემპერატურული ანტირეკორდები დაფიქსირდება.