იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Eni-მ, კონგოში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებისთვის მეორე მცურავი ქარხნის მშენებლობა დაგეგმა, რომლიც სიმძლავრეც წელიწადში 2,4 მილიონი ტონა იქნება.
ახალი ქარხნის წყალობით, პროექტის ფარგლებში LNG წარმოება ყოველწლიურად 2025 წლისთვის 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებგვერდი ავრცელებს, რომელიც უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
„Eni-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს Wison Heavy Industry-თან მცურავი LNG ტერმინალის მშენებლობასა და მონტაჟზე, რომლის სიმძლავრე წელიწადში 2,4 მილიონი ტონა იქნება. წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებულია - შეკვეთილია გრძელვადიანი გამოყენების აღჭურვილობა და კომპონენტები.