საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ოფიციალური ვიზიტით კიევში ოთხშაბათს, 28 დეკემბერს ჩავა.
ამასთან, უცნობია მინისტრის ვიზიტის ზუსტი პროგრამა.
თუმცა, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ლეკორნუ თავის უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს შეხვდება და ასევე პატივს მიაგებს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას კიევში.