უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პარტნიორებს შობიხ დღესასწაული მიულოცა და მშვიდობის ფასზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინა ახლა იხდის.
„გულითადად ვულოცავ ჩვენს პარტნიორებს და ყველას, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, მომავალ დღესასწაულს. ძვირფასო ძმებო! ჩვენ ხშირად გვახსოვს გამოთქმა: „ბნელ დროში აშკარად ჩანან ნათელი ადამიანები." გმადლობთ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ რთულ, უსამართლო და გაუმართლებელ ომში“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს უკრაინელი დამცველების სახელით, რომელთა ხელშიც დასავლეთის ქვეყნების იარაღი ანადგურებს მსოფლიო ბოროტებას უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად.
„მშვიდობის ფასი უკიდურესად მაღალია. დაიმახსოვრეთ ეს, შეხედეთ ცას და მასზე საშობაო ვარსკვლავს. ილოცეთ უკრაინელი მეომრისთვის, რომელიც ახლა სანგარშია და იცავს სამყაროს უბედურებისგან და მერწმუნეთ, უფალი მასთან არის, სინათლისა და სიკეთის, სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ერთად გავიმარჯვებთ!", - განაცხადა ჟალუზნიმ.