ხერსონის რაიონის სოფელ კისელივკაში, ერთადერთი ეკლესია რუსეთის დაბომბვის შედეგად განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
„ჰააგის IV კონვენცია იცავს რელიგიურ შენობებს საომარი მოქმედებების დროს, მაგრამ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს არც ღმერთი და არც რელიგიის პატივისცემა", - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.
შეგახსენებთ,რომ 24 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ცენტრი, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა.