საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკრაინის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერამ თითქმის 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
„პარტნიორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორის დახმარება სულ უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ გვაქვს თითქმის 1,5 მილიარდი დოლარის დეკლარირებული მხარდაჭერა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად ყოველდღიურად შემოდის დამატებითი აღჭურვილობა. უკვე ჩამოვიდა 200-ზე მეტი ტვირთი ენერგეტიკული აღჭურვილობა", - განაცხადა შმიგალმა.