უკრაინას ექნება ყველა საჭირო იარაღი თავისი ტერიტორიის რუსი ოკუპანტებისაგან გასათავისუფლებლად - ეს მხოლოდ დროის საკითხია. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ეროვნული სატელეფონო მარათონის დროს გააკეთა.
„თუ შევაჯამებთ საუბრებს არამხოლოდ ვაშინგტონში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, დასკვნა ასეთია: ყველა საჭირო იარაღი აქ იქნება, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, იარაღის მიწოდება ძალიან რთული ტექნიკური და ლოგისტიკური ოპერაციაა.
შეგახსენებთ, რომ პენტაგონი Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ფუნქციონირებისთვის, შეერთებულ შტატებში სამხედრო ბაზაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებას განიხილავს.