ბელორუსში, მაჩულიშის აეროდრომზე რუსული გამანადგურებლის MiG-31K-ის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საუბარია თვითმფრინავზე, რომელსაც (Kindzhal) ჰიპერბგერითი რაკეტების გადატანა შეუძლია.
„მონიტორინგის ჯგუფს აქვს ინფორმაცია, რომ დღეს, 25 დეკემბერს, რუსეთის საჰაერო ძალების MiG-31K ტიპის თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა მაჩულიშის აეროდრომზე“, - წერს ბელორუსული მონიტორინგის ჯგუფი Telegram-ზე.
„13 დეკემბერს რუსეთის საჰაერო ძალების სამი MiG-31K ტიპის თვითმფრინავი მაჩულიშიში გაფრინდა. ეს არის ამ ტიპის თვითმფრინავის მეორე როტაცია ბელორუსში. რუსეთი აქტიურად იყენებს ბელორუსის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მოსამზადებლად და განსახორციელებლად“, - წერს უკრაინული მედია.