რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომთან ახლოს აფეთქებები მოხდა

რუსეთის ქალაქ ენგელსში, სარატოვის ოლქში, აეროდრომის მახლობლად აფეთქებები მოხდა. 

ინფორმაციას რუსული Telegram არხი BAZA ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, ასევე, დაზიანებულია თვითმფრინავი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დაიღუპა 3 რუსი სამხედრო მოსამსახურე.