Tesla, შანხაის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

Tesla, შანხაის ქარხანაში დეკემბრის ბოლო კვირაში წარმოეას აჩერებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც COVID-19 ინფექცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან ჩინეთში COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შერბილდა.

ელექტრომობილების გიგანტი გეგმავს შეაჩეროს Model Y წარმოება ქარხანაში 25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, რადგან ქარხნის მუშები და მისი მომწოდებლები ავადდებიან COVID19-ის ახალი ტალღის ფარგლებში.