პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი თავის მოჩვენებით სამყაროშია და არ ესმის რა ვითარება გამოიწვია უკრაინაში მის მიერ დაწყებულმა ომმა.
„პუტინი იმედოვნებს, რომ ამ ომს მოიგებს, მაგრამ უკრაინა მისთვის სასიკვდილო განაჩენია“, - განაცახდა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, რუსული საზოგადოება და სამხედროები იმავე მოჩვენებით სამყაროში ცხოვრობენ. მაგრამ მათ ასევე ესმით, რომ „საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის“.
„მათ ესმით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, ეს აშკარაა. პირველ რიგში სამხედროებს ესმით, რომ მათი ქვეყანა გაძარცვეს. მათ ესმით, რომ მსოფლიოს მეორე არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, არ არსებობს.
მათ ესმით, რომ აბსოლუტურად არ არსებობდა საჭიროება, რომ უკრაინას თავს დასხმოდნენ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ამ ომს და ეს იქნება ის, რაც მათ აბსოლუტურად არ მოეწონებათ.
მათ ესმით, რომ ისტორიულად ისინი უმნიშვნელოდ გამოიყურებიან, დიახ, ეს სადღაც ქვეცნობიერში ესმით, რადგან შეუძლებელია უცხო მიწაზე მოსულ ნაძირალებს, რომლებმაც დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირები უწოდოთ", - თქვა პოდოლიაკმა.