ზელენსკი: ჩვენ გადავიტანთ ზამთარს, რადგან ვიცით, რისთვის ვიბრძვით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები ამ ზამთარს ისევე გაუძლებენ, როგორც სარაკეტო თავდასხმებს, მუქარას და ბირთვულ შანტაჟს, რადგან იციან, რისთვის იბრძვიან.

ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა ფოტოებ უკრაინელების ცხოვრებისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

„გვჯერა, რომ ცრემლებს სიხარული ჩაანაცვლებს, სასოწარკვეთას იმედი მოჰყვება და სიკვდილს სიცოცხლე დაამარცხებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.