26 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით 9 მილიონი ადამიან ელექტროენერგიის გარეშე რჩება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში.
მისივე განმარტებით, გათიშვის რიცხვი და ხანგრძლივობა თანდათან მცირდება.
„მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც უზრუნველყო ეს შედეგი", - განაცხადა ზელენსკიმ.
„დღეს მე გავმართე სპეციალური შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ენერგეტიკის სექტორში და ინფრასტრუქტურაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვემზადებით მომავალი წლისთვის - და არამხოლოდ ზამთრის თვეებისთვის. არის საფრთხეები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.