თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.

აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად მხოლოდ ერთი, ჯაბა სამუშიას კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

თსუ-ში საბჭოს სხდომა 10:00 საათზე დაიწყო, 11:00 საათიდან კი კენჭისყრა მიმდინარეობს.