ანატოლი ჩუბაისი, პუტინის ყოფილი თანაშემწე და „როსნანოს“ ყოფილი ხელმძღვანელი, სულ უფრო ხშირად სტუმრობს ისრაელს, წერს We Can Explain Telegram არხი.
მან და მისმა მეუღლემ გაზაფხულზე ისრაელის მოქალაქეობა მიიღეს და შედეგად ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, - განმარტავს ჩუბაისის მეგობარი.
ინტერნეტით გავრცელდა „როსნანოს“ ყოფილი ხელმძღვანელის და პუტინის ყოფილი თანაშემწის ანატოლი ჩუბაისის ფოტო თელ-ავივში.
ჩუბაისმა ახსნა-განმარტების გარეშე პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2022 წლის მარტის ბოლოს დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთში, იტალიასა და კვიპროსში იმყოფებოდა. მაისში ის და მისი მეუღლე დუნია სმირნოვა ისრაელში შენიშნეს.