ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის შეფასებით, ჯერ კიდევ ნაადრევია კიევში გამარჯვების აღლუმის დაგეგმვა, მაგრამ მთელი იმპულსი ახლა უკრაინის მხარესაა. ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ ომს უკრაინა მოიგებს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მოიგებენ ამ ომს, ალბათ 2023 წელს. ზამთარში მოვლენები უფრო ნელა განვითარდება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ უკრაინის ძალები უკეთესად გაუმკლავდებიან მას, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და გერმანიიდან შემოსული ზამთრის ყველა აღჭურვილობის გამო.
იანვრისთვის უკრაინას შეუძლია, დაიწყოს კამპანიის ბოლო ეტაპი, რაც ნიშნავს ყირიმის გათავისუფლებას.
ჩვენ ისტორიიდან ვიცით, ომი არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა. როდესაც ვხედავ უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მონდომებას და უკრაინის ლოგისტიკური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესებას, ვერ ვხედავ სხვა შედეგს, გარდა რუსეთის დამარცხებისა“, - ამბობს ჰოჯესი BBC-სთან.