უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები იბრძვიან სიმართლისა და თავისუფლებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლება ძვირად ფასობს, მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს.
„ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტიანი იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ჩაქუჩი და ხმალი. სიმამაცე და ვაჟკაცობა. სათნოება, რომლებიც გვაიძულებს კეთილი საქმეების კეთებას და ბოროტების დამარცხებას. გამბედაობის მთავარი აქტი არის გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანა. ჭეშმარიტება გვინათებს ჩვენს გზას.
ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ვიცავთ მას. ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლებას ძვირი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს", - წერს ზელენსკი.